გრიგოლ ვაშაძე 2011 წელს “ფოტორეპორტიორების საქმეზე” ჟურნალისტებისგან ბოდიშის მოხდას ელოდა (ვიდეო)

ტელეკომპანია “მაესტრო” გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიერ “ფოტორეპორტიორების საქმეზე” 2011 წლის ივლისში გაკეთებული კომენტარის ვიდეოჩანაწერს ავრცელებს.
კომენტარში გრიგოლ ვაშაძე, რომელიც მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, აცხადებდა, რომ საქმეში არსებობდა უმძიმესი მტკიცებულებები, რომლებიც წარედგინებოდა სასამართლოს.
“ყველა ბრალდებულმა აღიარებითი ჩვენება მისცა. საქმეში არის უკიდურესად მძიმე მტკიცებულებები. რაც შეეხება ჩვენი ზოგიერთი ე.წ. მასმედიის რეაქციას, სიმართლე გითხრათ, ძალიან უკმაყოფილო ვარ, იმიტომ რომ იძლევიან სრულიად უსაფუძვლო შეკითხვებს, მაგალითად, ჰქონდა თუ არა დაშვება, გეგონება ჯაშუში იმის მიხედვით მოქმედებს, რაზე აქვს დაშვება ან არა. ისიც მაინტერესებს, მოუხდიან თუ არა ჟურნალისტები ჩვენს სამართალდამცველებს ბოდიშს, მაშინ როცა სასამართლოში გამოაშკარავდება ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ახლა საქმეშია“, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები