Apple ყირიმში მომუშავე აპლიკაციებს შლის
Apple-ს რუსული წარმომავლობის რამდენიმე სერვისი, რომელიც ყირიმში მუშაობდა App Store -დან წაშალა. კომპანია მომხდარს ამერიკულ სანქციებს უკავშირებს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “Коммерсант” ავრცელებს.
რიგი დაბლოკვების შესახებ კომპანია ” ინტერნეტ ინიციატივების განვითარების ფონდი”-ის გენერალური დირექტორი, დიმიტრი ბეგოვატოვი იტყობინება. მისი თქმით, დაზარალდა რამდენიმე აპლიკაცია, მათ შორის “ჩემი ქალაქი”. Apple -მა აპლიკაციები 6 ოქტომბერს წაშალა.
აპლიკაციების შემმუშავებლების კითხვაზე, თუ რატომ მოხდა მათი დაბლოკვა, Apple-მა განაცხადა, რომ კომპანიას არ შეუძლია იმუშაოს იმ ქვეყნების აპლიკაციებთან, რომლებიც აშშ-ს ემბარგოს ქვეშ იმყოფებიან.