ვის გადასცემს ელიზაბეტ II ტახტს?

პრინცი ჩარლზი შესაძლოა მალე ბრიტანეთის ტახტის რეგენტი (სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებათა დროებით შემსრულებელი პირი) გახდეს. ელიზაბეტ II გეგმავს, მმართველობა შვილს გადასცეს. ამის შესახებ მწერალი და ჟურნალისტი, რობერტ ჯობსონი საკუთარ წიგნში “ჩარლზი 70 წლის ასაკში: ფიქრები, იმედები და ოცნებები” წერს.
სამეფო კორესპონდენტის თქმით, უახლოეს სამ წელიწადში ბრიტანეთის სამეფო ტახტს პრინცი ჩარლზი დაიკავებს. ელიზაბეტ II კი 95 წლის ასაკში შეძლებს საქმეებს ჩამოშორდეს.
ასე დედოფალი მოახერხებს მონარქიის შენარჩუნებას და საკუთარ სიტყვასაც – ემსახუროს საკუთარ ხალხს ბოლომდე – არ უღალატებს. ამასთან, ჩარლზი ოფიციალურად მეფედ მხოლოდ ელიზაბეტის გარდაცვალების შემდეგ გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები