კანადაში მუქარის ზარების გამო 20-მდე სკოლა დაიხურა

კანადის აღმოსავლეთით, ნიუ-ბრანსუიკის პროვინციაში, დაახლოებით, 20 სკოლა, პოლიციაში შესული ორი მუქარის შემცველი ზარის გამო დაიხურა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი CBC იტყობინება.
პოლიციის ცნობით, ორი მუქარის ზარი ადგილობრივი დროით 05:34 და 06:15 საათებში შევიდა. პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება სწავლა ერთი საათით შეეჩერებინა, მაგრამ მოგვიანებით, გაკვეთილები მთლიანად გაუქმდა.
როგორც ტელეარხი იტყობინება, სწავლა 18 სკოლაში გაუქმნა, სადაც ჯამში 5000 მოსწავლეა და 400 მასწავლებელი მუშაობს.​
აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ ეს ჰელოუნთან არის დაკაშირებული და ვინმე უბრალოდ ხუმრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები