ტრამპს 2020 წლის არჩევნებში კონკურენტად ჰილარი კლინტონი სურს
ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნების ასპარეზზე სურს რომ აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს, შეხვდეს.
რამდენიმე დღით ადრე კლინტონმა საინფორმაციო სააგენტო Recode -ს განუცხადა, რომ არ გამორიცხავს საკუთარ მონაწილეობას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ის რაც მას შეეძლება ყველაფერს გააკეთებს, რომ 2021 წლის იანვარში თეთრ სახლში დემოკრატები მოვიდნენ.
“მე ის მომწონს. ყველანი მომწონს დემოკრატიული პარტიიდან. მე ვერ ვხედავ ვერავის, ვისთან ასპარეზიც არ მენდომებოდა”, – ამბობს ტრამპი კლინტონის განცხადებაზე.