ვენეციის ისტორიული ცენტრის 75% დაიტბორა

ვენეციის ისტორიული ცენტრის, თითქმის, 75% დაიტბორა.
როგორც წყალმოვარდნის მუნიციპალურ ცენტრში აცხადებენ, ორშაბათს, დაახლოებით, დღის 15:00 საათზე წყლის დონემ ზღვის დონიდან 156 სანტიმეტრს მიაღწია და მხოლოდ ამის მერე დაიწყო ნელ-ნელა კლება.
ამ დროისთვის წყლის დონემ 1 მეტრამდე იკლო. ქალაქის მერმა, ლუიჯი ბრუნიარომ, უსაფრთხოების მიზნით, სან-მარკოს ცნობილი მოედნიდან მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა, ვინაიდან ის ქალაქის ყველაზე დაბალი წერტილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები