6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ კუნძული ზაკინტოსი სამი სანტიმეტრით გადასწია

საბერძნეთის კუნძული ზაკინტოსი ძლიერი მიწისძვრის გამო, რომელიც 26 ოქტომბერს მოხდა, სულ მცირე, სამი სანტიმეტრით გადაადგილდა. ამის შესახებ ათენის გეოდინამიკის ინსტიტუტის მკვლევარმა, აფანასიოს ჰანასმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჰანასის თქმით, ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრების მიერ გადაღებული ფოტოების მიხედვით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კუნძული სამხრეთ დასავლეთისკენ, სულ მცირე, სამი სანტიმეტრით გადაიწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები