აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი: არჩევნების შედეგები საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე პირველი ტურის შედეგებზე და მეორე ტურის შესაძლო შედეგებზე კომენტარი აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა და ექსპერტმა, არზუ ნაგიევმა სააგენტო “ტრენდ”-თან გააკეთა.
პირველი ტურის შედეგების განხილვისას ექსპერტმა განაცხადა, რომ აქ მთავარი როლი ცესკოს განცხადებებს უჭირავს და არა არასამთავრობოებს, რომლებმაც ეგზიტპოლი ჩაატარეს.
“მე ცოტა ხნის წინ დავბრუნდი საქართველოდან და ყურადღებით ვაკვირდები მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. აქ შემდეგი ვითარებაა: პარტიები, რომლებიც გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის ირგვლივ გაერთიანდნენ ყველა სააკაშვილის მომხრეა და ღარიბ ფენას მოიცავენ, ხოლო ზურაბიშვილს მხარს უშუალოდ ივანიშვილი უჭერს და უკან დიდი კაპიტალი უდგას. ეს რადიკალურად ცვლის ვითარებას”,- აცხადებს ნაგიევი.
კითხვაზე თუ როგორ იმოქმედებს საქართელო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვება, არზუ ნაგიევმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა სტრატეგიულია და ვერაფერი იმოქმედებს მათზე.
“როგორც ჩვენთვის ცნობილია, უკანასკნელი ცვლილებების შემდეგ რომელიც საქართველოს კონსტიტუაციაში იყო შესული პრეზიდენტის უფლებამოსილების დიდი ნაწილი პარლამენტზე და მინისტრთა კაბინეტზე გადავიდა. იქ პრეზიდენტი არაფერს წყვეტს. რაც შეეხება ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს, ამ საკითხს არავითარი საფრთხე არ შეეხება. ჩვენ ურთიერთობებს ძალიან ძლიერი და მყარი ფუნდამენტი აქვს. მიუხედავად მეორე ტურის შედეგებისა, აზერბაიჯანულ-ქართულ ურთიერთობები ამისგან არ დაზარალდება”,- ამბობს აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები