სად და როგორ ცხოვრობს კონჩიტა ვურსტი და მისი მეუღლე ჟან პატრიაკი – სკანდალური მომღერლის ოჯახური ფოტოები გამოქვეყნდა
კონჩიტა ვურსტი ავსტრიის ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე არაორდინარული ვარსკვლავია. პოპ-მომღერლის ნამდვილი სახელი თომ ნოივირთია. ის 1988 წლის 6 ნოემბერს კოლუმბიის მთებში, ბოგოტიდან ოდნავ მოშორებით დაიბადა. ბავშვობა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქვეყნის ფედერალური ნაწილის ქალაქ შტირიაში გაატარა. იქვე დაამთავრა სკოლა. მოგვიანებით საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა.
გარდატეხის ასაკში აღმოაჩინა, რომ მასში ქალური თვისებები უფრო სჭარბობდა, ვიდრე მამაკაცური…ამას არ მალავდა და ხშირად, საზოგადოების მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას და აგრესიას გრძნობდა. განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია მომღერალს ბევრ უხერხულობას უქმნიდა და როგორც თავად იხსენებს, ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებდა.
თომ ნოივირთმა მეტსახელი საკუთარი ბებიას საპატივცემულოდ დაირქვა, გვარი კი წინაპრის მამის – ალფრედ კნან ფონ ვურსტისგან აიღო.
„ვურსტი“ გერმანული სიტყვაა და ძეხვს ნიშნავს. ამიტომაც ჟურნალისტები პოპ-ვარსკვლავს ხშირად „წვერიან ძეხვსაც“ უწოდებენ. თუმცა თავად მომღერალს ხუმრობა არ აწუხებს.
კონჩიტა ვურსტი მომღერლის ამპლუაში მსოფლიომ 2011 წელს გაიცნო, როდესაც მან პოპულარულ შოუში – „Die grosse Chance“ მიიღო მონაწილეობა. ტრანსვესტიტის უჩვეულო იმიჯმა საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია, ამას დაემატა მისი სასცენო მონაცემები…
ვურსტი მოცეკვავე ჟაკ პატრიაკთან ერთად ცხოვრობს. ისინი უკვე 4 წელია კანონიერ ქორწინებაში არიან. წყვილი ამბობს, რომ იდეალური ურთიერთობა აქვთ და არსად მალავენ რომ არატრადიციული ოჯახი აქვთ.