ზესტაფონში, სტაროსელსკის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა.
დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.