ჩინეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხიდიდან ავტობუსი გადავარდა, არიან დაღუპულები

ჩინეთის ქალაქ ჩინცინში, ხიდზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტობუსი მდინარეში გადავარდა. მომხდარის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იტყობინება. ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დროით დილით 10 საათზე მოხდა.
როგორც ცნობილია ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა, რომლშიც 10 მგზავრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით ავტობუსმა მოულოდნელად გაარღვია გზის გამყოფი ზოლი და საპირისპირო მხარეს მოძრავ მსუბუქ მანქანას შეეჯახა, შემდეგ ჯებირს და მდინარეში გადავარდა.
პოლიციის თანამშრომლების განცხადებით, როგორც სათვალთვალო კამერებიდან ჩანს, ავტობუსში 10 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის, მაშველებმა მდინარეში ორი ადამიანის გვამი იპოვეს.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება პოლიციამ ქალი-მძღოლი დააკავა, რომელიც მსუბუქი ავტომობილის საჭესთან იჯდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები