ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება 29 ოქტომბრამდე, ე.წ. საზღვარზე გადაადგილებას ზღუდავს

საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარზე გადაადგილებას 29 ოქტომბრამდე ზღუდავს. ამის შესახებ ინფორმაციას „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი“ ავრცელებს.
„საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით, 27 ოქტომბრის 20:00 საათიდან საქართველოსთან საზღვარზე მოქალაქეების გადაადგილება შეიზღუდება. გამშვები პუნქტების მუშაობა 29 ოქტომბერს 06:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები