ბრიტანეთმა “ფეისბუქი” 644 ათასი დოლარით დააჯარიმა
კომპანია Cambridge Analytica -სთან სკანდალის და მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის შემდეგ, ბრიტანეთმა Facebook-ი 644 ათასი დოლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯარიმის ეს ოდენობა მაქსიმალურია, რისი გამოწერაც შეიძლება. თუკი ინფორმაციის გაჟონვა ცოტა მოგვიანებით მოხდებოდა ჯარიმაც მეტი იქნებოდა ვინაიდან ჯარიმები მას შემდეგ გაიზარდა.
სკანდალი კომპანია Cambridge Analytica -სთან ამ წლის გაზაფხულზე დაიწყო. როგორც აღმოჩნდა 2015 წელს სოციალურმა ქსელმა ბრიტანულ ანალიტიკურ კომპანიას საკუთარი მომხმარებლების პირადი მონაცემები გადასცა. ეს ინფორმაცია პოლიტიკურმა მანიპულატორებმა მიიღეს, რომლებიც მომავალში აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს თანამშრომლობდნენ. არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ კომპანიამ წინასაარჩევნო აგიტაციაში “ფეისბუქის” მომხმარებლების მონაცემები გამოიყენეს.
საქმე ეხებოდა ათობით მილიონი მომხმარებლის მონაცემებს. ამ სკანდალის გამო, ფეისბუქის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა, პასუხი გასცა აშშ-ს კონგრესმენებსა და სენატორებს, ასევე ევროპარლამენტის წევრებს.