ლატვიის ოკუპაციის მუზეუმში ხანძარია
ლატვიის ოკუპაციის მუზეუმში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე 30 მეხანძრე მუშაობს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სახანძრო-სამაშველო სამსახური იტყობინება.
“ძველ რიგაში ლატვიის ოკუპაციის მუზეუმში, რომელშიც ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე 30 მეხანძრე მუშაობს”,- იუწყება სახელმწიფო სახანძრო-სამაშველო სამსახური
ხანძრის გამომწვევ მიზეზზე, მის მასშტაბებსა და მსხვერპლზე, ამ დროისთვის, ინფორმაცია არ ვრცელდება.
ლატვიის მთავრობის განცხადებით, რესპუბლიკა ორჯერ იყო ოკუპირებული 1940-1991 წლებში სსრკ-ს მიერ და 1941-1944 წლებში გერმანიის მიერ.