ესპანეთის პოლიციამ გემიდან დიდი ოდენობით კოკაინი ამოღო, გემის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი ქართველი

ესპანეთის პოლიციამ ბუქსირი დააკავა, რომელიც მოლდოვის დროშით გადაადგილდებოდა, ბორტზე აღმოჩენილია 1400 კილოგრამი კოკაინი. კანარის კუნძულებთან ჩატარებული ოპერაციის შედეგად, პოლიციამ ეკიპაჟის 10 წევრი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა.
” გემი მოლდოვაში დროებით იყო დარეგისტრირებული. ეკიპაჟს კაპიტანი ჯურჯულეშტი ხელმძღვანელობდა. კომპანიამ, რომლის დირექტორიც საქართველოს მოქალაქეა, ყველა საჭირო დოკუმენტი წარმოადგინა. მოლდოვა ეკიპაჟის ქმედებებზე პასუხისმგებლობას არ იღებს “,- აცხადებს მოლდოვის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კირილ გაბურიჩი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები