საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ყუმბარები აღმოაჩინეს

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ხუთი ყუმბარა საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რადიოსადგური France Bleu ავრცელებს.
რადიოსადგურის ცნობით, ყუმბარები საცხოვრებელი სახლის სარდაფში, მეპატრონემ იპოვა და ჟანდარმერიას შეატყობინა.
“მე და ჩემი ვაჟი სარდაფში ჩავედით, მე შუშის ნამსხვრევები დავინახე, სანახავად, რომ დავხარე ხელში პირველი ყუმბარა შემრჩა, თავიდან ვერ გავიაზრე რა იყო, მერე კი შემეშინდა”,- აცხადებს სახლის მეპატრონე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები