ობამას საფოსტო ყუთში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს
აშშ-ის ექსპრეზიდენტის, ბარაკ ომაბას მისამართზე გაგზავნილ ფოსტაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. შემთხვევის შესახებ ინფორმაციას გაზეთი New York Times ავრცელებს.
ეს ამ კვირაში უკვე მესამე ასაფეთქებელი მოწყობილობაა, რომელიც ფოსტით იყო გაგზავნილი გავლენიანი ადამიანების მისამართზე. სამართალდამცველების ცნობით, სამივე მოწყობილობა ერთმანეთის ანალოგია.