ბილ და ჰილარი კლინტონების საფოსტო ყუთში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს
აშშ-ს ექსპრეზიდენტის, ბილ კლინტონის და ამერკის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის ნიუ-იორკში მდებარე სახლის საფოსტო ყუთში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გაზეთი New York Times ავრცელებს.
მოწყობილობა ტექნიკურმა სპეციალისტმა აღმოაჩინა, რომელიც კლინტონების ფოსტას ამოწმებს. ამ მომენტისთვის გაგზავნის მოტივები არ არის ცნობილი, ამასთანავე, პასუხისმგებლობა ინციდენტზე არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
სამართალდამცველების განცხადებით, მოწყობილობა იმავე ტიპისაა, როგორიც ჯორჯ სოროსის სახლთან იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 ოქტომბერს აშშ-ში, ნიუ იორკის შტატში, ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის სახლთან, ასევე საფოსტო ყუთში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს.