ბოლნისში, ერთდროულად რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

ბოლნისში, პარალელურ რეჟიმში, რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოგი მეშველიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ბოლნისის ცენტრალურ ქუჩაზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოები გრძელდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამჟამად ახალი ფილების დაგებას ახორციელებს. პროექტით გაწერილი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.
ბოლნისის ისტორიულ უბანში გზების ქვაფენილით მოპირკეთების სამუშაოები წელსაც გრძელდება. უკვე დასრულდა ფარნავაზ მეფის ჩიხის ქვაფენილით მოკირწყვლა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა საცხოვრებელი სახლების ღობეების კეთილმოწყობაც.
მუშა პროცესი მიმდინარეობს შოთა რუსთაველის, ლადო ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებზეც. სამუშაოები, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, უახლოეს პერიოდში დასრულდება.
გიორგი სააკაძის ქუჩაზე, მოსახლეობის მოთხოვნით, ამჟამად სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს. უხვი ნალექი, ქუჩაზე მდებარე ისტორიული სახლების სარდაფების დაზიანებას იწვევდა, რაც საფრთხეს უქმნიდა მათ მდგრადობას. პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნული საკითხი მოსახლეობის დღის წესრიგში აღარ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები