ცხინვალში 33 წლის ქალი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდა
ცხინვალში, კომაროვოს ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 33 წლის ქალი დაშავდა, ის, ამ დროისთვის, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის “შინაგან საქმეთა სამინისტრო” ავრცელებს.
“50 წლის ცხინვალის მკვიდრმა მამაკაცმა, რომელიც VAZ 2017-ის ფირმის ავტომანქანას მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და Volkswagen-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად VAZ 2017-ის მგზავრი დაშავდა”,- აცხადებს უწყების პრესსამსახური.