საბერძნეთის თავდაცვის ექსმინისტრი კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს
საბერძნეთის სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იანოს პაპანტონიუსა და მისი მეუღლის, სტავრულუ კურაკუს კორუფციასა და ფულის გათეთრების ბრალდებით, დაპატიმრების ბრძანება გასცა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით, ავრცელებს.
ხანგრძლივი სასამართლო მოსმენების შემდეგ, პროკურორი და მოსამართლე იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ცოლ-ქმარი უნდა დაეპატიმრებინათ. პაპანტონიუს ბრალი ედება 2003 წელს საკუთარი მოვალეობების შესრულებისთვის 2,8 მილიონი შვეიცარული ფრანკის საჩუქრად აღება, ხოლო კურაკუს – დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულის გათეთრებაში.
პოპანტონიუ დანაშაულს არ აღიარებს.