ე.წ. სამხრეთ ოსეთი არჩევნებთან დაკავშირებით “საზღვარს” ჩაკეტავს
ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის გამყოფ ხაზზე, ე.წ. საზღვარზე, კონტროლი გამკაცრდება. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახური პრეს-სამსახური იტყობინება.
“უსაფრთხოების გამკაცრებასთან დაკავშირებით საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით 27 ოქტომბრიდან 20:00 საათიდან საქართველოსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარზე გადასვლა იქნება შეზღუდული”,- წერია პრეს-სამსახურის განცხადებაში.
როგორც ცნობილია “საზღვარზე” გადასვლის შეზღუდვა 29 ოქტომბერს 06:00 საათზე მოიხსნება.