დავით ბაქრაძე: ეს არჩევნები არის შესაძლებლობა, ქვეყანა წავიყვანოთ წინ

ეს არჩევნები ჩვენი ხალხისთვის არის შესაძლებლობა, მოითხოვოს უკეთესობა და იმ ცხოვრების შეცვლა, რომელიც დღეს აღარავის აღარ უნდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ ვანში, ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
დავით ბაქრაძემ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.
„ეს არჩევნები ჩვენი ხალხისთვის არის შესაძლებლობა, მოითხოვოს უკეთესობა და იმ ცხოვრების შეცვლა, რომელიც დღეს აღარავის აღარ უნდა, მოითხოვოს იმ უკუსვლიდან, სიღარიბიდან, პრობლემებიდან ამოსვლა, რომელიც დღეს აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. ამიტომ ეს არჩევნები არის შესაძლებლობა, ქვეყანა წავიყვანოთ წინ. ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ ქვეყანა. ჩვენ ვალდებულნი ვართ, მშვიდობიანად შევცვალოთ ქვეყანა და გამოვიდეთ იმ მუდმივი ორპარტიული დაპირისპირების ჯადოსნური წრიდან, რომელშიც ქვეყანა შევიდა ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები