ექიმმა 12 პაციენტი ცე ჰეპატიტით დააინფიცირა
გერმანიის ქალაქ დონაუვერტში კლინიკა «Donau-Ries“ სამედიცინო სკანდალში გაეხვა. კლინიკის 12-მა პაციენტმა აღმოაჩინა, რომ ცე ჰეპატიტი აქვს.
პირველი ინფორმაცია ამის თაობაზე, გასულ კვირას გავრცელდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ყველა მათგანი ანესთეზიოლოგის მიერ დაინფიცირდა. ის, ამ დროისთვის, კლინიკაში აღარ მუშაობს.
არსებობს ეჭვები, რომ დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი ბევრად მეტია, რადგან ექიმს, დაახლოებით, 700 პაციენტი ჰყავდა. ამ ეტაპზე, მოკვლევა მიმდინარეობს. სამართალდამცველები ცდილობენ გაარკვიონ, განზრახ აინფიცირებდა ექიმი მოქალაქეებს, თუ ინციდენტი დაუდევრობის შედეგია.
გერმანული მედიის ინფორმაციით, კლინიკის თანამშრომლები ყველა იმ პაციენტის შესახებ ამოწმებენ მონაცემებს, რომლებიც აღნიშნულ ექიმს ეკონტაქტებოდა და მათ ანალიზების ჩაბარებას სთხოვენ.