თურქული პარტიის ლიდერი: ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის ცხედარი ნაპოვნია

მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის ცხედარი სტამბულში, საუდის გენერალური ელჩის რეზიდენციაში იპოვეს. მომხდარის შესახებ სააგენტო რია.რუ-ს თურქული პარტია Vatan -ის ლიდერმა, დოგუ პერინჩეკმა განუცხადა.
“მე სტამბულის უსაფრთხოების სამსახურიდან სანდო წყაროებმა შემატყობინეს, რომ ხაშუკჯის ცხედარი საუდის გენერალური ელჩის რეზიდენციის ტერიტორიაზე არსებულ ჭაში აღმოაჩინეს”, – აცხადებს პერინჩეკი.
ხაშუკჯა ამერიკულ გამოცემა The Washington Post -ში 2017 წლიდან მუშაობდა და აშშ-ში ცხოვრობდა. ის 2 ოქტომბერს დაიკარგა, მას შემდეგ, რაც სტამბულში საუდის არაბეთის გენერალური საკონსულოს შენობაში შევიდა.
ორ კვირაზე მეტია, რაც საუდის დიპლომატიური წარმომადგენლობა ამტკიცებს, რომ ჟურნალისტმა უწყება დატოვა.
ამ საქმესთან დაკავშირებით 18 ადამიანია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები