აშშ-ში, სოროსის სახლთან, ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს

აშშ-ში, ნიუ იორკის შტატში, ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის სახლთან, საფოსტო ყუთში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გაზეთი New York Times ავრცელებს.
გაზეთის ინფორმაციით, პოლიციამ შეტყობინება, სოროსის სახლთან საეჭვო ნივთის შესახებ, ორშაბათს მიიღო. როგორც ცნობილია, ჯორჯ სოროსი, იმ დროისთვის, სახლში არ იმყოფებოდა.
მოწყობილობა დისტანციური მოქმედების არ იყო და ​გამნაღმველებმა მისი გაუვნებელყოფა უსაფრთხოდ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები