მექსიკაში, ალკოჰოლის ქარხანაში აფეთქება მოხდა

0

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, ალკოჰოლის ქარხანაში ძლიერი აფეთქების შედეგად, ხანძარი გაჩნდა. მომხდარის შესახებ ადგილობრივ მედიას მექსიკის სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელმა, ფაუსტო ლუგომ აცნობა.
“ხანძარს ალკოჰოლური სასმელების ქარხანაში მეხანძრეები აკონტროლებენ, ერთმა პირმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ადგილიდან 2 ათასი ადამიანია ევაკუირებული”, – წერს ლუგო Twitter-ზე, საკუთარ მიკრობლოგში.

კომენტარები

კომენტარი