კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოჩენილი მხატვრის, ირაკლი გამრეკელის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნ-ალბომი და კრებული გამოიცა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოჩენილი მხატვრის, ირაკლი გამრეკელის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნ-ალბომი და კრებული გამოიცა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართა პრეზენტაცია კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული საიუბილეო წიგნ-ალბომისა „ირაკლი გამრეკელი“ და მხატვრის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ნაშრომებისა და პუბლიკაციების კრებულისა „ირაკლი გამრეკელი. კრებული“.
პრეზენტაციაზე გამოიფინა ირაკლი გამრეკელის ის ნამუშევრები, რომლებიც რუსთაველის ეროვნული თეატრის მუზეუმშია დაცული.
გამოჩენილი მხატვრის, ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ირაკლი გამრეკელის, 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნ-ალბომისა და კრებულის მიზანია პროფესიული წრეებისა და ფართო საზოგადოებისთვის მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის გაცნობა.
საიუბილეო წიგნ-ალბომისა და კრებულის გამოცემის იდეისა და კონცეფციის ავტორია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ხათუნა კიკვაძე, ფოტოგრაფია ირინე აბჟანდაძე, დიზაინერი – ოლღა პირადოვა, მთარგმნელი – ხელოვნებათმცოდნე ვიქტორია პირადოვა, რედაქტორი – ანანო მირიანაშვილი. კრებული გამოსაცემად მოამზადეს ქეთა მამესწარაშვილმა და ქრისტინე შუკვანმა. წიგნები დაბეჭდა შპს „სეზან ფაბლიშინგმა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.