საქართველოს საზღვრიდან 61 კმ.-ში, 5.0 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 13:02 საათზე, თურქეთში, საქართველოს საზღვრიდან 61 კმ.-ში, 5.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
მათივე ცნობით, მიწისძვრა შეგრძნებადი იყო საქართველოს მოსახლეობისთვის.