იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: სიების ჩახსნაზე საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური თაღლითობა
“ქართული ოცნების” წევრის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო სიების ჩახსნაზე საუბარი პოლიტიკური თაღლითობაა.
მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში პოლიტიკური თაღლითები არიან.
“ამ ადამიანების მხრიდან სიების ჩახსნაზე საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური თაღლითობა. რადიკალურ ოპოზიციაში არიან პოლიტიკური თაღლითები, რომელთაც საერთოდ არ აინტერესებთ თავიანთი მცირერიცხოვანი ამომრჩევლის ინტერესები. ამ საუბრებით მხოლოდ და მხოლოდ იმაში არწმუნებენ საზოგადოებას, რომ ან არიან ძალიან უვიცები, მათ შორის, სამართლებრივად, ან არიან თაღლითები – ან ორივე ერთად. როგორც ჩანს, უვიცობასთანაც გვაქვს საქმე და პოლიტიკურ თაღლითობასთანაც მათი მხრიდან”, – განაცხადა იონათამიშვილმა.