სოფელ ტალავერში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობა დაიწყო

სოფელ ტალავერში მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. სოფელში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობა დაიწყო. ტალავერში 925 გრძივ მეტრზე, მიმდინარე წლის ბოლომდე, 18 სმ სისქის ბეტონის გზა დაიგება.
ინფრასტრუქტურულ პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს. ამ ეტაპზე მძიმე ტექნიკა მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება, საერთო ღირებულებით 700 000 ლარი.
ტალავერის გზის მშენებლობის დაფინანსების გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოგი მეშველიანთან ეფექტური კომუნიკაციის შემდეგ მიიღო.
კომფორტული გზით 7000 ბენეფიციარი ისარგებლებს.
სამუშაოებს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან, ზაურ დარგალთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები