აშშ-ში სკოლის მოსწავლემ მასწავლებელი დაჭრა

ამერიკის შტატ ჯორჯიაში საშუალო სკოლის მოსწავლემ მასწავლებელს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი NBС, სკოლის დირექტორზე დაყრდნობით, ავრცელებს.
ინციდენტი ლიტერატურის გაკვეთილზე მოხდა. მერვეკლასელი მასწავლებელს თავს დაესხა და დანით ჭრილობა მიაყენა.
სკოლის მოსწავლე პოლიციამ დააკავა. დაშავებული მასწავლებელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები