“გრიგოლ ვაშაძის პირველი ცოლი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელის ქალიშვილი ნატაშა ალხიმოვა იყო”

ნაციონალური მორაობის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის პირადი ცხოვრებისა და საბჭოთა წარსულის შესახებ „პრაიმ ტაიმი”აქვეყნებს სტატიას სათაურით – ვინ იყო გრიგოლ ვაშაძის პირველი ცოლი და ვინ არის მისი გასაიდუმლოებული შვილი – ტაბუდადებულითემები და კითხვები პრეზიდენტის კანდიდატის ბიოგრაფიიდან.
სტატიიდან ცნობილი ხდება, რომ გრიგოლ ვაშაძე პირველად 1978 წელს დაქორწინდა და მან ცოლად მოიყვანა საბჭოთა კავშირის სახელმწიფობანკის ხელმძღვანელის ვლადიმირ ალხიმოვის ქალიშვილი ნატაშა ალხიმოვა.
„ვაშაძემ სწორედ გავლენიანი სიმამრის დახმარებით დაიწყო მუშაობა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჯერ უცხოეთშიმიმავალი დელეგაციების თანხმლებად, შემდეგ კი ბევრად სერიოზულ მიმართულებაზე – კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებისმიმართულებით. ბირთვული შეიარაღების თემებში საბჭოთა კავშირი მხოლოდ სრულიად სანდო კადრებს რთავდა.
საბჭოთა იმპერიის მთავარი ბანკირის სიძე უკვე თანამდებობაზე მეტს ნიშნავდა. საქართველოში ისედაც პრივილეგირებული ოჯახისდანათესავებამ ალხიმოვთან გააძლიერა გრიგოლ ვაშაძის მამის, ნოდარ ვაშაძის პოზიციებიც საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრისპოსტზე.
გრიგოლმა მეუღლე ნატაშა საქართველოში ჩამოიყვანა სტუმრად. საბჭოთა კგბ-ს ქართულმა დანაყოფმა მათ შესაბამისი დახვედრაც მოუწყვეს.
ვლადიმირ ალხიმოვს ძალიან უყვარდა უმცროსი ქალიშვილი და სურდა, რომ ქალიშვილის ოჯახს სწრაფად მიეღწია გავლენისა დაწარმატებისთვის, შესაბამისად საჭირო იყო სიძეზე ზრუნვა, ყველა წინაპირობა იყო ამგვარ სანათესაო გარემოცვაში გრიგოლს დიდი მომავალიქონოდა საბჭოთა რუსეთში.
თუმცა, ვაშაძის კარიერულ აღმასვლა ოჯახურმა დრამამ შეაფერხა. ნატაშა ალხიმოვამ ანტისაბჭოთა განწყობებით გამორჩეულ ცნობილ პიანისტანდრეი გავრილოვთან, ერთად, რომელთანაც გათხოვებამდე მეგობრობდა, საბჭოთა კავშირი დატოვა და ლონდონში გადასახლდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ნატაშას და ალხიმოვის ურთიერთობის შესახებ საქმის კურსში იყო ვაშაძის სიმამრიც.
ამით სიმამრის მფარველობა დასრულდა. გარდა ამისა, მანამდე კგბ-შიც გაჩნდა ეჭვი, იქნებ გრიგოლ ვაშაძემაც იცოდა ანტისაბჭოთა მუსიკოსისქვეყნიდან გაქცევის შესახებ.
თუმცა ეს შიში უსაფუძვლო იყო, გრიგოლი არ იზიარებდა ნატაშას ანტისაბჭოთა განწყობებს და ბოლომდე დარჩა საბჭოთა კავშირისმოქალაქედ. მიუხედავად ვაშაძის კრემლისადმი ერთგულებისა, ნატაშას და გავრილოვის ლონდონში გაქცევამ ცუდად იმოქმედა მისკარიერაზე. კარიერული აღმასვლის იმედი აღარ იყო, ვაშაძეს პერსპექტივაში ჰქონდა საშუალო რანგის საბჭოთა დიპლომატის მომავალი…1988 წელს გრიგოლ ვაშაძის მამა მინისტრობიდან გადაიყვანეს კასპის ცემენტის ქარხნის დირექტორად, თავად გრიგოლი კი საბჭოთა კავშირისდიპლომატიური აკადემიის ასპირანტად გადავიდა” – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები