დავით საგანელიძე: ვაშაძე არავინ არ არის, მთავარია სააკაშვილი, რომელიც იქიდანაც არ ისვენებს და ქვეყნის არევას ცდილობს

“ვაშაძე არავინ არ არის. მთავარია სააკაშვილი, რომელიც იქიდანაც არ ისვენებს და ქვეყნის არევას ცდილობს”, – აცხადებს “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე გაზეთ ‘ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
დავით საგანელიძე ინტერვიუში საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, “ბანდიტები” არ გაახარონ.
“ვაშაძე არავინ არ არის. მთავარია სააკაშვილი, რომელიც იქიდანაც არ ისვენებს და ქვეყნის არევას ცდილობს. ამიტომ, მივმართავ ჩემს ძვირფას საქართველოს მოსახლეობას – ეს ბანდიტები არ გავახაროთ! როცა მე პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი ვიყავი და “ქართულ ოცნებაში” ექვსი პოლიტიკური პარტია იყო, ჩვენ დავუშვით შეცდომა და ამ მკვლელებისა და მწამებლების მიმართ შემწყნარებლური, ლიბერალური პოლიტიკა ავირჩიეთ! ეს არ უნდა გვექნა. გასაგებია, რომ შევეცადეთ, მსოფლიოსთვის დაგვენახებინა ჩვენი ტოლერანტული ბუნება და ამ არაადამიანების უფლება მივეცით, ჩვენთან ერთად ეცხოვრათ, მაგრამ ეს იყო შეცდომა! ნაძირლებმა მონანიებაზე კი არ დაიწყეს ფიქრი, არამედ ამოყვეს თავი, მოძლიერდნენ და ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე დაიწყეს ოცნება. ცხადია, ეს არაადამიანები ამას ვერ შეძლებენ, მაგრამ ჩვენი შეცდომა ქვეყანას ძვირი უჯდება!”, – აცხადებს დავით საგანელიძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები