იაპონიაში 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
იაპონიის მთავარ კუნძულ ხონსიუზე 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. როგორც ცნობილია ცუნამის საშიშროება არ არსებობს.
ქვეყნის მთავარი მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი 50 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობს. ცუნამის წარმოქმნის საშიშროება არ არსებობს.
ინფორმაცია დაშავებულების ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.