კანადაში კანაფის ლეგალიზაციიდან მეხუთე დღეს მარიხუანას მარაგი ამოიწურა

კანადაში კანაფის ლეგალიზების მე-5 დღეს, მაღაზიებში კანაფის მარაგი ამოიწურა.
ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო პროგრამის უფროსი, ბილ ბლერი, აცხადებს.
მისი თქმით, სახელმწიფომ თავიდანვე ვერ დააკმაყოფილა მომხმარებელთა მოთხოვნები, მაგრამ ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილია და მალე მიწოდების ხარისხი გაუმჯობესდება.
შეგახსენებთ, რომ კანადა მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, რომელმაც რეკრეაციული მიზნებით კანაფის ლეგალიზება მოახდინა. კანადის ყველა მოქალაქეს, რომელიც სრულწლოვანია, შეუძლია იყიდოს, გაყიდოს, შეინახოს და მოიყვანოს მარიხუანა საკუთარ სახლში. მაგრამ არსებობს შეზღუდვები: შენახვა შეიძლება მხოლოდ 30 გრამამდე, ხოლო გაზრდა არაუმეტეს 4 ძირისა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 17 ოქტომბერს შესაბამისი კანონის მიღებას 81 სენატორიდან 52-მა დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები