ცხინვალში 46 წლის მამაკაცი კანაფის მოხმარებისთვის დააჯარიმეს

ე.წ სამხრეთ ოსეთის მცხოვრები მარიხუანის უკანონო მოხმარებისთვის დააკავეს და 9 ათასი რუბლით დააჯარიმეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
“ნარკოკონტროლის სამსახურმა 46 წლის ცხინვალის მკვიდრი ე.წ. სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის მეორე მუხლის თანახმად დააკავა, რაც “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების ან ახალი პოტენციურად საშიში ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო მოხმარებას ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გულისხმობს. სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა, რომ მამაკაცმა მარიხუანა მოიხმარა”, – წერია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები