ვიქტორ ჯაფარიძე: “ნაციონალები” გვამებს არიან დაჩვეულნი და ახლაც გვამი უნდათ, მირზა სუბელიანის სიკვდილს ელოდებიან

“ნაციონალები” გვამებს არიან დაჩვეული და ახლაც გვამი უნდათ, მირზა სუბელიანის სიკვდილს ელოდებიან, რომ თავიანთ ანგარიშზე კიდევ ერთი გვამი ჩაიწერონ და გაიხარონ”, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
ვიქტორ ჯაფარიძე ინტერვიუში კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მან საპატიმროში მირზა სუბელიანი ოჯახის თხოვნით მოინახულა.
მისივე თქმით, ის და სუბელიანი ნათესავები არ არიან, მაგრამ ოჯახთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. მირზა სუბელიანი და ვიქტორ ჯაფარიძე წარმოშობით ერთი კუთხიდან, სვანეთიდან არიან.
“მჯერა პროკურატურის, რომელიც აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დააშანტაჟეს და აიძულეს, ფარული ჩანაწერი “რუსთავი 2”-ისა და “ნაცების” დაკვეთით განხორციელდა. საუბედუროდ, “ნაცმოძრაობის” ნარჩენები სასჯელაღსრულების სისტემაში და სხვა უწყებაშიც საკმაოდ მრავლად არიან! “ნაციონალები” გვამებს არიან დაჩვეული და ახლაც გვამი უნდათ, მირზა სუბელიანის სიკვდილს ელოდებიან, რომ თავიანთ ანგარიშზე კიდევ ერთი გვამი ჩაიწერონ და გაიხარონ. სასაცილოა, ასეთი სპექტაკლების დადგმა “ნაციონალების” ხელობაა და მთელი ცხრა წლის განმავლობაში, რასაც აკეთებდნენ, ახლა იმას გვაბრალებენ ჩვენ”, – აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები