კოლუმბიაში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა

კოლუმბიაში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. მომხდარის შესახებ ადგილობრივი სახანძრო სამსახური იტყობინება.
ქალაქ ბარრანკაბერმეხში წინა დღით მოსულმა წვიმამ საპორტო ქალაქში მეწყერი გამოიწვია. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის უფროსის, ალექსანდრ დაისის ცნობით, ნაპოვნია 9 დაღუპული ადამიანის ცხედარი, მათ შორის 5 არასრულწლოვანია. მისი განმარტებით, სამაშველო ოპერაციაში სამოქალაქო თავდაცვის, წითელი ჯვრის, პოლიციისა და ჯარის 45 ბრიგადა მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები