ეკა ბესელია: გვარამია, სუბელიანის ნაცვლად, თვითონ ამთავრებს წინადადებებს, რომლებიც გაუგებარია და ისე თარგმნის, როგორც მას უნდა

“ნაცმოძრაობამ” და “რუსთავი 2″ – მა იციან, რომ არეულობის გარეშე, გამარჯვების შანსი არ აქვთ და ეცდებიან, სწორედ ასე მიაღწიონ მიზანს, მაგრამ არ გამოუვათ”, – ამის შესახებ დეპუტატი ეკა ბესელია გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
დეპუტატი ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე, კერძოდ, ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს.
“ნაცმოძრაობამ” და “რუსთავი 2″ – მა იციან, რომ არეულობის გარეშე, გამარჯვების შანსი არ აქვთ და ეცდებიან,სწორედ ასე მიაღწიონ მიზანს, მაგრამ არ გამოუვათ. როდესაც ქვეყანამ გააცნობიერა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ყველას უსმენდა და უთვალთვალებდა, გადაწყვიტა, ეს ანომალია დაესრულებინა. ამიტომაც, მუხლი გავამკაცრეთ, ვთქვით, რომ აკრძალულია უკანონო ჩანაწერის მოპოვება, გავრცელება და შენახვა. ვინც ახლა ჭკუას მასწავლის, რომ მედიისთვის დასაშვებია ამის ჩვენება, მათ ვეუბნები: ჩაიხედონ სისხლის სამართლის კოდექსში და ნახონ, თუ სადმე წერია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მედიაზე არ ვრცელდება”, – აცხადებს ეკა ბესელია.
ინტერვიუში, ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ სუბელიანი ბესელიასაც ახსენებს, რაზეც დეპუტატი შემდეგნაირად პასუხობს: “ამ ადამიანს არასოდეს შევხვედრივარ. მან ვიღაცების გვარები ახსენა, მერე თქვა, მომდიოდა რაღაც ინფორმაციაო, ოღონდ არ ჩანს, რა ინფორმაცია. მოვითხოვე, გაარკვიონ, რა ინფორმაცია აქვს სუბელიანს. მგონია, რომ ეს ნაწილი ხელოვნურად იყო ჩაგდებული. გვარამია, ეს კორუმპირებული ადამიანი, სუბელიანის ნაცვლად, თვითონ ამთავრებს წინადადებებს, რომლებიც გაუგებარია და ისე თარგმნის, როგორც მას უნდა. მე ვითხოვ, როცა დაჰკითხავენ სუბელიანს, ყველაფერი გაარკვიონ”, -აღნიშნავს ეკა ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები