ტაივანში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა – დაღუპულია 22 ადამიანი

ტაივანში სამგზავრო მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 170 დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შესაძლოა, ადამიანები ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ იმყოფებიან.
სარკინიგზო ექსპრესმატარებლის რვავე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. მატარებელში, რომელიც ტაიპე-ტაინგუნგის მიმართულებით მოძრაობდა, 366 მგზავრი იმყოფებოდა.
მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები