ფლორიდაში უცნობმა პირმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა
ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯეკსონვილში, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია შტატის შერიფის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა.
“ამ დროისთვის, დაშავებულია 6 ადამიანია, მათგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია”,- ნათქვამია შერიფის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ეჭვმიტანილმა ცეცხლი მანქანიდან გახსნა.