საბერძნეთში, ავტომობილი, რომელშიც 12 არალეგალი მგზავრით იმყოფებოდა, ამობრუნდა

საბერძნეთში, ავტომობილი, რომელშიც არალეგალი მგზავრები იმყოფებოდნენ, ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა.
შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ათენის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს, მათი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა კავალა-სოლონიკის გზაზე მოხდა. კერძო ავტომობილის მძღოლმა, რომელსაც 12 მიგრანტი გადაჰყავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა სავალი გზიდან გადავიდა, ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. 13 ადამიანიდან 2 მძიმე მდგომარეობაშია.
დაშავებულ მიგრანტებს შორის, წინასწარი ინფორმაციით, ძირითადად, პაკისტანისა და სომალის მოქალაქეები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები