ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტების მიერ დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს
ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტების მიერ დაკავებული ორი პირი თავისუფალია. ინფორმაცია “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
რუსმა სამხედროებმა ორი პირი დღეს, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონი, მეორე კი მრევლის წევრი იყო.
ორი პირის დაკავების შემდეგ, ამოქმედდა “ცხელი ხაზი” და მომხდარის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.