ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარედ ოკუპანტებმა ორი ადამიანი დააკავეს – არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გატაცებული სასულიერო პირია

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ორი ადამიანი დააკავეს. ისინი სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. არსებული ინფორმაციით, გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, მეორე კი მრევლის წევრი.
ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსი სამხედროების მიერ ორი პირის დაკავების ფაქტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
“ამოქმედებულია “ცხელი ხაზი” და ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ვიყენებთ ყველა მექანიზმს, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს მათი გათავისუფლება“, – აცხადებენ სუს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები