რუსმა ოკუპანტებმა ახალგორის ტყეში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის 2 მკვიდრი გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, 33 წლის გიორგი შამანაური და 35 წლის იასონ შუკაკიძე ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტყის მასივში დააკავეს.
როგორც “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ორი პირი ე. წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული.
“ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკაშირის სადამკვირვებლო მისია”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები