ნიდერლანდებში გენდერულად ნეიტრალური პირადობის მოწმობა გაიცა
ნიდერლანდებში პირველი გენდერულად ნეიტრალური პასპორტი 57 წლის ლეონ ზეეგერსზე გაიცა.
ზეეგერსი ბიოლოგიურად მამაკაცი დაიბადა, თუმცა 2001 წელს სქესის შეცვლის ოპერაცია ჩაიტარა. ახლა ის თავს ინტერსექსუალად თვლის.
ლეონმა სასამართლოს დახმარებით მოახერხა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გენდერული ნიშნით “Х” აიღო და არა მამაკაცის ან ქალის გენდერული განსაზღვრებით.