რუსეთში პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)
რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, ბალტიისკაია ტოვარნაიას რაიონში მდებარე პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 5 კი – დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აფეთქება “ავანგარდ”-ის ქარხრანაში მოხდა, ის პიროტექნიკასა და ავეჯს აწარმოებს.
აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო და ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
აფეთქების შემდეგ ინციდენტის ადგილზე ხანძარი განვითარდა.
ადგილობრივ მცხოვრებთა ინფორმაციით, აფეთქებისგან რაიონში სახლების ფანჯრები ზანზარებდა.