საფრანგეთის მოქალაქე მამის ცხედარს სახლში 10 წელი ინახავდა

ფრანგი ანდრე არნო მამის ცხედარს სახლში ათ წელზე მეტ ხანს ინახავდა. მუმია მხოლოდ არნო უმცროსის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია Courrier Picard ავრცელებს.
ინციდენტი საფრანგეთის ქალაქ სენ-კანტენში, ენას დეპარტამენტში მოხდა. მედიის ინფორმაციით, 79 წლის არნო უმცროსი ამა წლის სექტემბერში გარდაიცვალა. არნოს გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, ბინაში მისი ბიძაშვილი შევიდა, რომელმაც მუმიფიცირებული ფელიქს არნოს ცხედარი აღმოაჩინა. როგორც მედია იტყობინება, არნო უფროსი 10 წელზე მეტია, რაც გარდაიცვალა, მაგრამ მაშინ, მისი გარდაცვალების შესახებ არავის გაუგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები