ოკუპირებული ყირიმის ყოფილი “მინისტრი” ავარიას ემსხვერპლა
ოკუპირებული ყირიმის ყოფილი “ფინანსთა მინისტრი”, პაველ ტოკარევი, ავტოავარიის დროს დაიღუპა. მომხდარის შესახებ ნახევარკუნძულის “პარლამენტის” პრესსამსახური იტყობინება.
შემთხვევის დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
ადგილობრივ მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ”ექსმინისტრი” 17 ოქტომბერს გარდაიცვალა, დღეს კი ის დაასაფლავეს. ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, მანქანაში “ექსმინისტრი” მარტო არ იმყოფებოდა.
ტოკარევი 57 წლის იყო. ის ქალაქ მუკაჩევში 1961 წელს დაიბადა, ხოლო მინისტრის პოსტს 2006-2010 წლებში იკავებდა.